სირიის კონფლიქტი

სირიის არმიის საჰაერო იერიშებს იდლიბის პროვინციაში 49 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

სირიის არმიის საჰაერო იერიშებს სირიაში, იდლიბის პროვინციაში 49 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვი და 4 ქალია. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ალ-კაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ, ალ-ნუსრამ, იდლიბის პროვინციის ნაწილი მარტის ბოლოს დაიკავა.

კომენტარები