ბიუჯეტის კორექტირება

უსუფაშვილი: პარლამენტის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 6 მილიონით შემცირდება

დავით უსუფაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტს 6 მილიონი ლარით შეამცირებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის საკითხებზე. ჩვენ გამოვძებნეთ 6 მილიონი ლარი, რომლითაც შეიძლება შემცირდეს მიმდინარე წლის ბიუჯეტი პარლამენტის, როგორც ერთჯერადი ღონისძიება და ეს ვაცნობოთ მთავრობას, რომელიც ასევე მუშაობს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე ვარიანტი ბიუჯეტის კორექტირებისთვის. მისივე განცხადებით, მიმდინარე პროექტებს დაფინანსება არ შეუწყდებათ. ასევე არ იგეგმება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფინანსების შეწყვეტა, თუმცა მოადგილე არ აკონკრეტებს, რომელ უწყებებს მოუწევთ ხარჯების შემცირება.

კომენტარები