კრიზისი უკრაინაში

პოროშენკომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააუქმა

0 კომენტარი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებული ხუთი ორმხრივი შეთანხმება უქმდება.

პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოროშენკომ დოკუმენტს ხელი 8 ივნისს მოაწერა - მას შემდეგ, რაც ის 21 მაისს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა.

ერთ-ერთი გაუქმებული შეთანხმება, მოლდოვაში დისლოცირებული რუსი სამხედროების უკრაინის გასწვრივ ტრანზიტს ეხება. რუსეთი მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ინარჩუნებს სამხედროებს და სამშვიდობო ჯარს, მიუხედავად მოლდოვის მთავრობის მიერ რამდენჯერმე გამოთქმული თხოვნისა ძალების გაყვანის შესახებ.

რაც შეეხება დანარჩენ გაუქმებულ შეთანხმებებს, ისინი ეხება "სახელმწიფოთაშორის სამხედრო ტრანსპორტირების ორგანიზებას“, "საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივ დაცვას“, "სამხედრო-სადაზვერვო თანამშრომლობას“ და "თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.“

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები