ოქრიაშვილის ტრანსფერი

ოქრიაშვილი: გენკზე უკეთეს გუნდში ვითამაშებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიის ქალაქ ლინცში, 9 ივნისს უკრაინის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად შეხვდება, 13-ში კი ვარშავაში, პოლონეთს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

კახა ცხადაძის გუნდშია ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელთანაც სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც ოქრიაშვილის საუბრიდან ირკვევა, ის ბელგიურ გენკს დატოვებს.

"გადაწყვეტილია, რომ გენკიდან წავალ, მაგრამ ის სისულელე, რაც ქართულ მედიაში წავიკითხე, სინამდვილეს არ შეესაბამება. საუბარი იყო, თითქოს გუნდიდან 10 ფეხბურთელს უშვებენ და მათ შორის მეც, ეს ტყუილია. გენკთან პირობებზე ვერ შევთანხმდი და ამიტომაც მივდივარ ამ გუნდიდან"

"ტვენტეს ინტერესი რეალურია, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც. ამაზე წინასწარ ლაპრაკი არ მინდა, რადგან მირჩევნია, ასი პროცენტით გადაწყვეტილი რომ იქნება, მერე გავაკეთო კომენტარი. ერთი იმის თქმა შემიძlია, რომ გენკზე უკეთეს გუნდში ნამდვილად ვითამაშებ," - განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოქრიაშვილმა გენკის შემადგენლობაში 23-ჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა

კომენტარები