ენერგეტიკა

ენერგეტიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები მეხუთე კვარტალია მცირდება

PowerAfrica

საქართველოს ენერგეტიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უკვე მეხუთე კვარტალია მცირდება, 2014 წელს ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით შემცირდა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში კი ენერგეტიკის სექტორის ეკონომიკურმა ზრდამ მინუს 6% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. 

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების შემცირება ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სფეროს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობა შემცირებულია. ამასთანავე, ინვესტიციების შემცირება შესაძლოა გარკვეულწილად ახალი ჰიდროპროექტების გარემოზე გავლენის დადგენის ხანგრძლივ პროცესებს უკავშირდებოდეს, რომელთა გამოც მრავალი დიდი ზომის ჰიდროპროექტის განხორციელება ჭიანურდება. 

2013 წელს ენერგეტიკაში ჩადებულმა ინვესტიციამ $248 მილიონი შეადგინა, 2014 წელს ეს რიცხვი $99 მილიონამდე შემცირდა, 2015 წლის პირველ კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა $11 მილიონს შეადგენს. 

კომენტარები