დიდუბის პანთეონი

ალიბეგაშვილი: დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურა

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოფიციალურად დახურულად გამოაცხადა. გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, პანთეონის ოფიციალურად დახურვასთან დაკავშირებით საკრებულოს მერიამ მიმართა.

"მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის საშუალება აღარ არსებობს. ეს ჩვენი დედაქალაქისათვის ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეირჩეს პანთეონის ადგილი, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს. პანთეონი არ არის მხოლოდ დასაკრძალი ადგილი, არამედ ერთ-ერთი კულტურული გარემო და სივრცეა, რომელსაც თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება წლების განმავლობაში", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, პანთეონის მოწყობის ადგილთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პანთეონი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა.

კომენტარები