რეკლამა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი და KPMG Georgia პრესკონფერენციას გამართავენ

ხვალ, 11 ივნისს, 12:00 საათზე, ყაზბეგის გამზ. N14-ში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი და საერთაშორისო აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანია KPMG Georgia ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და საქართველოს მასშტაბით ღია სემინარების ჩატარების შესახებ ისაუბრებენ. სემინარები დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლას შეეხება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძე, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ტრენინგების და სასერტიფიკატო პროგრამების ხელმძღვანელი თინა ბალავაძე და კომპანია KPMG Georgia-ს პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი ანა გოცირიძე.

კომენტარები