აშშ-ერაყი

აშშ ერაყში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნის

AFP

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყში, ანბარის პროვინციაში დამატებითი დამატებითი 500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყელი ჯარისკაცების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის არმიამ დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ბეიჯის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსთვის ბრძოლაში წარმატებას მოაღწია. პენტაგონის ცნობით, ერაყელმა სამხედროებმა ქარხნის გარშემო ალყა გაარღვიეს და ისლამისტებს უკან დაახევინეს. 

ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თაჰსინ იბრაჰიმის თქმით, აშშ-მა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კომენტარები