ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადების მიღება შეაჩერა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს განცხადებით, კორუფციული სკანდალისა და მიმდინარე გამოძიების პირობებში, მომავალი ჩემპიონატის მასპინძლის შერჩევა აბსურდი იქნებოდა. ეს პროცედურა 2017 წლისთვის გადაიდო. ამავე დროს, ფიფას მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჯერჯერობით 2018 წელს რუსეთში და 2022 წელს ყატარში ჩემპიონატების ჩატარებას არაფერი ემუქრება, რადგან ამ ქვეყნების შერჩევაში კორუფციული გარიგებების მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.
ფიფას პრეზიდენტი ზეფ ბლატერი იძულებული გახდა, ხელახლა არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში გადამდგარიყო იმის გამო, რომ ორგანიზაციის 14 მაღალჩინოსანს შეერთებულ შტატებში ბრალი კორუფციასა და უკანონო თანხების ლეგალიზებაში წარუდგინეს.