ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ საზოგადოებას საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას ჰპირდება

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის მთავარი პრინციპები გადასახადების დაწევა და ხალხის დასაქმება, ასევე ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციებია. ენმ-მ ანტიკრიზისული პროგრამა დღეს ექსპერტებს წარუდგინა.

ენმ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს საზოგადოებას მოგების გადასახადის გაუქმებას და მის გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადით ჩანაცვლებას ჰპირდება. ასევე, საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას, საწვავსა და გაზზე აქციზის გაუქმებას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის შემცირებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისულ პროგრამაში ასევე წერია, რომ ენმ საპროცენტო შემოსავალზე გადასახადს გააუქმებს. 2018 წლიდან კი, დღგ-ს 2%-ით შეამცირებს.

"ბიზნესწრეებთან და საზოგადოების ფართო ფენებთან დისკუსიის საფუძველზე, ყოველწლიურად ან დღგ-ს ან საშემოსავლო გადასახადების ერთი პროცენტული პუნქტით შემცირება (სანამ დაკლებისთვის არჩეული გადასახადი 10%-იან ნიშნულს არ მიაღწევს)" - ნათქვამია ენმ-ის პროგრამაში და აღნიშნულია, რომ მოგებისა გადასახადისა და საწვავსა და გაზზე აქციზის გაუქმებით ბიზნესი დაახლოებით 730 მლნ ლარს დაზოგავს, საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებით კი, დაახლოებით 710 მლნ ლარს

"ხელისუფლებაში დაბრუნების მხოლოდ პირველ წელს ენმ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ასეულ ათასობით ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს 1,4 მლრდ ლარი დარჩება განსაკარგავად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად" - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა კარგად გათვლილი და რეალისტური პროგრამის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები