საქართველო-ნეპალი

საქართველო ნეპალს 50 000 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება

საქართველო ნეპალს 50 000 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"მიმდინარე წლის აპრილში ნეპალში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ნეპალისთვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

 

კომენტარები