კანონის უზენაესობა

პრემიერი: კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონის უზენაესობის ინდექსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს.

"სულ რაღაც ორი დღის წინ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები კანონის უზენაესობის ინდექსის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და მსოფლიოში 29-ე ადგილს ვიკავებთ. ეს არის პასუხი იმ კრიტიკოსების და სკეპტიკოსების მისამართით, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა. ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით, წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი. საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის რეგიონში. კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კუთხით, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიციას ვიკავებთ. ასევე გამოვირჩევით ღია მმართველობის მაღალი მაჩვენებლით - მთელ მსოფლიოში ვართ 29-ე ადგილზე. წესრიგის და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით ვართ 24-ე ადგილზე და აღსრულების მიხედვით 25-ე პოზიციას ვიკავებთ. ეს არის მართლაც ძალიან დიდი აღიარება იმ სწორი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები