სავიზო რეგულაციები

24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ისევ არ შეუძლიათ

იმ 24 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის პირველ სექტემბერს დაუწესა სავიზო რეგულაციები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას ვერც ახალი კანონით შეძლებენ. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილებით ისევ 94 ქვეყნის მოქალაქეებს შესთავაზა, რაც მათ აქამდეც შეეძლოთ. ცვლილება ის არის, რომ ახალი კანონით, აღნიშნული 94 ქვეყნის მოქალაქეებს სრული ერთი წლით შეუძლიათ დარჩენა, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი, საქართველოში ყოფნა 90 დღე შეეძლოთ.

2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 118 ქვეყანას ჰქონდა. მაშინ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მთავრობამ 24 ქვეყანას გაუუქმა, მათ შორის, ერაყს, ბოლივიას, ჩილეს, კუბას, გვატემალას, პარაგვაის, პერუს, ურუგვაის, ტრინიდადს და ტობაგოს, სენტ კიტსის და ნევისს; სურინამს და სენტ ლუჩიას. ასევე, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა არ შეუძლიათ ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის, ირანის, ავღანეთის მოქალაქეებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რვა თვის წინ გამკაცრებული სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების გამარტივებას ისახავს მიზნად. კანონპროექტი ვიზების ელექტრონულად გაცემას, ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის ვადის გაგრძელებას და უვიზოდ შემოსვლის დამატებით შესაძლებლობას ითვალისწინებს. უძრავი ქონების ფლობა კი, ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი ხდება.

საქართველოს მთავრობამ კი, 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებით გააუქმა 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა". ამ დოკუმენტით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ეზღუდებოდათ. მათ 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ ქვეყანაში დარჩენის უფლება.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული ერთი წლით ყოფნის უფლება აქვთ: ავსტრალიის თანამეგობრობა, ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ალბანეთის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, ანდორის სამთავრო, ანტიგუა და ბარბუდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, ბაჰრეინის სამეფო, ბაჰამის თანამეგობრობა, ბელარუსის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბრუნეი-დარუსალამი, ბულგარეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანიის სამეფო, დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი, დომინიკის რესპუბლიკა, თურქმენეთი, იაპონია, ირლანდიის რესპუბლიკა, ისლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კანადა, კატარის სახელმწიფო, კვიპროსის რესპუბლიკა, კოლუმბიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა-რიკის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ლიბანის რესპუბლიკა, ლიხტენშტაინის სამთავრო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მავრიკის რესპუბლიკა, მალაიზია, მალტის რესპუბლიკა, მექსიკის შეერთებული შტატები, მონაკოს სამთავრო, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლანდების სამეფო, ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები, ნორვეგიის სამეფო, ომანის სასულთნო, პანამის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სან-მარინოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთის სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია, სეიშელის კუნძულები, სენტ-ვისენტი და გრენადინები, სერბეთის რესპუბლიკა, სინგაპურის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენიის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ტაილანდის სამეფო, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთის რესპუბლიკა, ქუვეითის სახელმწიფო, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ჩეხეთის რესპუბლიკა, წმინდა საყდარი, ხორვატიის რესპუბლიკა და ჰონდურასის რესპუბლიკა.

კომენტარები