კონფლიქტი სირიაში

ალ-ნუსრას ფრონტმა სულ მცირე 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები დახოცა

Reuters

სირიაში ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ალ-ნუსრას ფრონტმა სულ მცირე 20 სამოქალაქო პირი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთა შორის ასაკოვანი პირები და ბავშვებიც იყვნენ. ცნობისთვის, ერთი თვის წინ ალ-ნუსრას ლიდერმა განაცხადა, რომ დაჯგუფება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ისეთ პირებს, რომლებიც მათ არ ებრძოდნენ, ზიანს არ მიაყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ალ-ნუსრა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის აჯანყებულ მხარეს მიეკუთვნება. დაჯგუფებამ გასული სამი თვის მანძილზე იდლიბის პროვინციის დიდი ნაწილი დაიკავა.

კომენტარები