საქართველო-აზერბაიჯანი

პრემიერი: აზერბაიჯანს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად განვიხილავთ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველო აზერბაიჯანს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად და მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 
მისი ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო.

"აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს გუშინ ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.

 

კომენტარები