საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ჯარისკაცი კრწანისის სასწავლო ცენტრთან გარდაცვლილი იპოვეს

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგითი გივი კირკიტაძე სასწავლო ცენტრ კრწანისთან ახლოს მდებარე შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები