ტაბულას ლიცენზიები

GNCC-მა ტაბულას მოთხოვნა ლიცენზიების რუსთავი 2-ისთვის მიყიდვაზე, დააკმაყოფილა

ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულას მოთხოვნა, ლიცენზიების რუსთავი 2-ისთვის გადაპირებაზე, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე, ტაბულას მოთხოვნას, კომისიის ხუთივე წევრი ერთხმად დაეთანხმა.

ტელეკომპანია ტაბულამ ორი ლიცენზიის გადაცემისთვის აუცილებელი თანხმობის მოსაპოვებლად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 მაისს მიმართა. მაშინ, კომისიის თანამშრომლებთან წინასწარი კომუნიკაციის ეტაპზე გაირკვა, რომ კომისია წინასწარი განწყობით უარის თქმას აპირებდა. ამის გამო, ტაბულას დირექტორმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს წერილითაც მიმართა. თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, პირდაპირ იქნებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის 3 ივნისის პასუხით კი, არანაირი გადაწყვეტილება, ტაბულას კუთვნილი ლიცენზიების რუსთავი 2-ისთვის გადაცემის ნებართვის თაობაზე, ჯერჯერობით მიღებული არ ჰქონდათ და კომისიის აპარატის თანამშრომელთა ზეპირი განცხადებები არ შეიძლება, კომისიის ოფიციალურ პოზიციად ჩაითვალოს.

ლიცენზიების გაყიდვით, ტაბულას მაყურებლისთვის არაფერი იცვლება. ტელეკომპანია სამიდან ორ ლიცენზიას ყიდის. აღნიშნულ ორ სიხშირეზე რეგიონებში აქამდეც კომედი არხი მაუწყებლობდა.

 

კომენტარები