თავდაცვითი შეიარაღება

ხიდაშელი: შევდივართ საინტერესო ფაზაში თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების გზაზე

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

„ჩვენ შევდივართ ძალიან საინტერესო ფაზაში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების გზაზე", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში შაბათის ქრონიკა საფრანგეთში თავდაცვითი შეიარაღების შეძენის ხელშეკრულების გაფორმების შესახებს საუბრისას განაცხადა. თუმცა, მან რაიმე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ინფორმაცია კონკრეტულად შინაარსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მინიმალიზებული იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. არცერთ ქვეყანაში ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ მაშინ, როდესაც თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების პროცესი იწყება," - განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიაში იმყოფება, სადაც ვახაუს ფორუმს ესწრება.ევროპული ტურნეს ფარგლებში თინა ხიდაშელი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემზავრება, სადაც ფრანგ კოლეგას, ჟან ივ ლე დრიანს შეხვდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს.

კომენტარები