სტიქია თბილისში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 დაშავებულია გადაყვანილი

გმირთა მოედანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ამ დროისთვის 6 დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფრომაძის თქმით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები - ნაკაწრი, დაჟეჟილობა - აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სოფრომაძისვე ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა კლინიკებიდანაც ვრცელდება, თუმცა, მათაც მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ.

კომენტარები