სტიქია თბილისში

ზოოპარკში გადარჩენილ ცხოველებს შემაღლებულ ტერიტორიაზე აბინავებენ

თბილისის ზოოპარკი განადგურებულია. ცხოველთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გაქცეულია. ქალაქში სპეციალური ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც ცხოველების დაჭერას ცდილობენ. გადარჩენილი ცხოველებს ზოოპარკის ამაღლებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ახალ ვოლიერებში ათავსებენ

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მზია შარაშიძის განცხადებით, გადარჩენილი ცხოველების რაოდენობა დიდი არ არის. შარაშიძის განცხადებით, ის ცხოველები გადარჩნენ, რომლებიც ზოოპარკის ამაღლებულ მხარეს იყვნენ განთავსებულნი.

გადარჩენილია ბეჰემოტი, რომელიც სპილოს ვოლიერშია მოთავსებული, ასევე სპილოები, ფარშევანგი, ლამები, ირმები, ზებრები, თხები, ცხენები, პონები, ერთი აფთარი, 2-3 მგელი, ლომების ნაწილი, ლეოპარდები, მარტორქა და 2-3 პინგვინი, რომელთა რაოდენობაც 17 იყო.

თბილისში კი გაქცეულ 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ.

 

კომენტარები