სტიქია თბილისში

სითი პარკი სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს მანქანების გადაყვანას სთავაზობს

სითი პარკი სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სითი პარკმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილები გაუფუჭდათ, სტიქიის შედეგად ავტომობილებია დატბორილი ან მათი გადაადგილება ვერ ხერხდება დაზიანების გამო. სურვილის შემთხვევაში, სითი პარკი ყოველგვარი საფასურის გარეშე მოქალაქეების მანქანებს უსაფრთხო ადგილზე გაიდაყვანს. ამისათვის მძღოლებმა უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე ტელეფონის ნომერზე 2 555 123" - ნათქვამია სითი პარკის განცხადებაში.

 

კომენტარები