სტიქია თბილისში

ბოკერია: დაზარალებულთა გაჭირვება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ

გიგა ბოკერია
ტაბულა

დაზარალებულთა გაჭირვება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიუსამძიმრეს.

„ყველა ამ ადამიანს დღეს ჭირდება ჩვენი თანადგომა რითაც შეგვიძლია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცნაირად მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის შემდეგ ამ ადამიანების გაჭირვება" - განაცხადა ბოკერიამ.

წუხელ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები