სტიქია თბილისში

საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ირაკლი ღარიბაშვილი
მეორე არხი

საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება.

"სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს საქართველოს მთავრობის სახელით. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა, გლოვის დღე გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში წუხანდელმა სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, უგზოუკვლოდ დაკარგულად 24 ადამიანი ითვლება. 20-ამდე ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

კომენტარები