სტიქია თბილისში

ივანიშვილი მზადაა დაზარალებულებს დაეხმაროს

ბიძინა ივანიშვილი

საზოგადოება მოქალაქე, რომლის დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილია, მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს, ასვე დაეხმაროს ქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოება მოქალაქის განცხადებაში, რომელიც ანალიტიკური თოქშოუ 20-30-ს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

"ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზოგადოება მოქალაქე სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში", - ნათქვამია საზოგადოება მოქალაქის განცხადებაში.

კომენტარები