სტიქია თბილისში

ჯანდაცვის სამინისტრო: ამ დროისთვის კლინიკებში რჩება ცხრა პაციენტი

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს სულ სტიქიის შედეგად დაშავებულმა 40-მდე პირმა მიმართა. ამ
დროისთვის კლინიკებში რჩება 9 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ერთ-ერთ დაშავებულს, რომლსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვული დაზიანებები, გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად მისი
მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები