მეწყერი

გარემოს დაცვის სამინისტრო: დურუჯის ხეობაში რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დურუჯის ხეობაში რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს. 

"ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირზე ადგილი ჰქონდა მეწყრულ პროცესებს, თუმცა მდინარის გადაკეტვა არ დაფიქსირებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ვერტმფრენით შევიდა ხეობაში და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს", - აცხადებს სამინისტრო.

ამასთან, მდინარე დურუჯის სათავეში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. რუსთავი 2-ს გამგებელმა ილია მზექალიშვილმა უთხრა, რომ სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს ადგილზე არსებული ვითარება და ახლა ინფორმაციას აჯამებენ.

 

კომენტარები