სტიქია თბილისში

13 ივნისის სტიქიის ზარალის აღმოფხვრაში დონორი ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა სამინისტროში დასრულდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფინანსთა სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან ერთად ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ასევე გადაწყდება თუ რომელი ორგანიზაცია რა სახის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს საქართველოს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 13-14 ივნისს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და ამჟამად დედაქალაქში მიმდინარე სამაშველო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები