სტიქია თბილისში

მზიურში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ანი კიკნაძე/Fb.com

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15–მდე გაიზარდა. მზიურის პარკში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იყო.

ეს დღეს მზიურში ნაპოვნი მეორე ცხედარია.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები