სტიქია თბილისში

დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - მზიურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ანი კიკნაძე/Fb.com

მზიურის ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოების დროს ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 40-დან 50 წლამდე მამაკაცია.

ცხედარი მდინარის პირას მოხალისეებმა ნახეს და მაშველებს შეატყობინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს პროზექტურაში გადაასვენებენ.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 17 ადამიანი იმსხვერპლა, ხუთი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

კომენტარები