სტიქია თბილისში

ნარმანია: გამოძიებული უნდა იყოს, თავის დროზე როგორ გააკეთეს ეს ესტაკადა

დავით ნარმანია
რუსთავი 2

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას განაცხადა, რომ "უმთავრესი პრობლემა და საფუძველი" სტიქიის დროს, წინა ხელისუფლების მიერ არასწორად აშენებული საინჟინრო ნაგებობა იყო.

"იქნებ მოგეკითხათ, თავის დროზე როგორ გააკეთეს ეს ეტაკადა, როგორი იყო სპეციალისტების მოთხოვნა, რას ითხოვდნენ ისინი, რომ დაბალი მოცულობის და დაბალი დიამეტრის არ გაკეთებულიყო და გაკეთებულიყო უფრო მეტი დიამეტრის...

უხვი ნალექის შედეგად, იმ თავის დროზე ძალიან ცუდად გაკეთებულმა საინჟინრო ნაგებობამ, ვერ გაატარა წყლის ეს მასა და წყლის ეს მოცულობა, ამიტომაც სწორედაც რომ გამოძიებული უნდა იყოს ის, თუ რატომ გაკეთდა თავის დროზე ასეთი პროექტი და რატომ არ დაუჯერეს თავის დროზე ექსპერტებსა და სპეციალისტებს. ეს არის აქ უმთავრესი პრობლემა და უმთავრესი საფუძველი, და მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, როცა იყო ექსპერტებისა და სპეციალისტების მხრიდან არაერთი მოთხოვნა, რომ ეს ასეთი ფორმით არ გაკეთებულიყო ყურად არ იღეს და ვერ გათვალეს ის, რომ ასეთი მოცულობის ნალექი, რომელიც რომელსაც 60-იან წლებში ჰქონდა ადგილი შეიძლებოდა კიდევ განმეორებულიყო. ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვას, რომ საბჭოთა პერიოდში, იმავე ვერეზე აშენებული წყალგამტარი უფრო პატარა დიამეტრის არის, ვიდრე 2010 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში აშენებული, ნარმანიამ უპასუხა:

"არასწორი ინფორმაციაა. მე შემიძლია თქვენ განახოთ ფოტო, როცა თავის დროზე გმირთა მოედანზე, ჯერ კიდევ თაღოვანი ხიდი, რომელსაც შუაში აქვს დიდი დიამეტრი და გარშემო აქვს ორი პატარა დიამეტრიანი წყალგამტარი, გაცილებით უფრო დიდი დიამეტრის არის, ვიდრე ის გოფრირებული მილი, რომელიც არის ჩადებული ამ გზაზე. აუცილებლად ჩატარდება საინჟინრო ექსპერტიზა, მათ შორის უცხოელი სპეციალისტებიც იქნება ჩამოყვანილი და ყველაფერს დავინახავთ ძალიან ნათლად", - თქვა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები