ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაცია

ხინჩეგაშვილი ბაქოს პირველი ევროპული თამაშებიდან ჩხუბის გამო მოხსნეს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამარცხებს იაპონელ შინიჩი იომოტოს
Reuters

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ბელორუსმა ვლადისლავ ანდრეევმა ხელი გაარტყა.

როგორც ჩანაწერზე გამოჩნდა, ანდრეევმა ხინჩეგაშვილს მოულოდნელად და საკმაოდ ძლიერად გაარტყა ხელი, რაზეც ქართველმაც ანალოგიურად უპასუხა. გამომდინარე იქიდან, რომ მსაჯი ვერაფერს აკონტროლებდა და ხელჩართული ჩხუბი იმართებოდა, არბიტრებმა მოჭიდავეები გათამაშებიდან მოხსნეს და ორივეს წაგება ჩაუთვალეს.

ხინჩეგაშვილიც და ანდრეევიც დისკვალიფიცირებულები არიან, შესაბამისად, ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ის მოჭიდავეები შეხვდებიან, ვინც ქართველმა და ბელორუსმა მეოთხედფინალში დაამარცხეს.

 

კომენტარები