სტიქია თბილისში

ლაგუნა ვერესთან მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა. მამაკაცი დაიღუპა. მოგვიანებით მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა.

"გამოძიება დაწყებულია საქართველოს პროკურატურის მიერ მყისიერად. ამჟამად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გამომძიებელი და პროკურორები. ტარდება პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ფაქტი იქნება შესწავლილი. სისხლის სამართლის დანაშაული იქნება გამოძიებული. დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. შეასაბამისად, ტარდება ყველა ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ობიექტურად გავარკვიოთ, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს დანაშაული, ეს უბედური შემთხვევა", - თქვა ბადაშვილმა.

 

 

კომენტარები