რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

BBC: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ 6 თვით გააგრძელებს

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 ივლისიდან კიდევ 6 თვით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მედიისთვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი.

შეზღუდვები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის კრიზის დაწყების შემდეგ გასულ წელს დაწესდა. გადაწყვეტილება, რომლსაც მხარი 28 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ოფიციალურად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს უნდა დაამტკიცონ.

კომენტარები