FIFA-ს საქმე

შვეიცარიელმა გამომძიებლებმა FIFA-ს ანგარიშებზე საეჭვო აქტივობები გამოავლინეს

FIFA President Sepp Blatter arrives for a statement during a news conference after the meeting of the Ethics Committee in Zurich
Christian Hartmann / REUTERS

ფიფას საბანკო ანგარიშებზე გამომძიებლებმა საეჭვო აქტივობები გამოავლინეს - ამის შესახებ შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

მიხაელ ლაუბერის თქმით, გამოძიება დიდი ოდენობით მონაცემებს აანალიზებს, რასაც დრო დაჭირდება. პროკურორის თქმით, შესაძლოა, ამ საქმეზე ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ზეფ ბლატერიც დაიკითხოს.

შვეიცარიაში ორგანიზაციის ფინანსურ დარღვევებს, ასევე რუსეთსა და ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებას იძიებენ. შეერთებულმა შტატებმა კი ფიფას 14 მაღალჩინოსანს კორუფციული ბრალდებები წაუყენა.

კომენტარები