სტიქია თბილისში

ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს

ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 

"მინდა თანავუგრძნო ჩვენი დაღუპული მოქალაქის ოჯახს. ამ ოჯახსაც გაეწევა ის დახმარება, რა დახმარების შესახებაც მთავრობის სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ სარიტუალო მომსახურებასაც თავის თავზე თბილისის მერია იღებს.

თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა გუშინ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ერთი მამაკაცი დაგლიჯა.

 

კომენტარები