სტიქია თბილისში

ივანიშვილი: არ არსებობს საქმე, რომელსაც პატარა შეცდომა მაინც არ ახლავს თან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის ღამეს 112-ში ზარები 22:00-დან შედიოდა, არც ევაკუაცია და არც გზის გადაკეტვა არ მომხდარა, უპასუხა:

"შემთხვევით არ დაგხედეთ, ვინ ხართ და კითხვას როგორ სვამთ. კარგი არ არის შეიძლება, რომ ჟურნალისტს ეს შეახსენო, მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები. და ეს მძიმე დღეები, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა და გადააქვს, ბევრია კიდევ დასალაგებელი, არ გადავზარდოთ რაღაც უკიდურესობებში. თვალს ვადევნებდი, რა თქმა უნდა, და პროცესებში ვიყავი აბსოლუტურად ჩართული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურად და კარგად მოიქცა მთავრობა.

პირადად პრემიერი და მთელი მთავრობა იყო მობილიზებული. საოცარი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. ამ მხრივ მაქსიმალურად ცდილობდა ხელისუფლება, მთავრობა, რამდენად გამოვიდა, შეიძლება შევაფასოთ, მათ შორის ეგ მომენტშიც, რომელშიც მე პირადად ვერ გამოგადგებით. არ აღმირიცხავს არც ზარები, არც რეაქციები, მე ზოგადად თქვენს ენთუზიაზმს, რომ ვიღაცები უნდა დავიჭიროთ, არ ვიზიარებ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხდებოდა კარგად. მაქსიმალურს აკეთებდა ხელისუფლება. არ არსებობს, საქმეს აკეთებდეს ვინმე, რომ იქ პატარა შეცდომა მაინც არ ახლდეს თან. იდეალური არ არსებობს არაფერი და შეიძლება ნებისმიერმა საქმემ გარკვეული კითხვა დატოვოს", - თქვა ივანიშვილმა.

 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები