სტიქია თბილისში

ჯანელიძე: დაკარგულია ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი

რადიო თავისუფლება

კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის თქმით, ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ამჟამად ვეფხვი და აფთარი ითლება.

"ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. ძალიან ბევრი გამოძახებაა და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება.
ჩვენ მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ჯანელიძემ.

მის თქმით, დაკარგული ცხოველების ძებნაში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

 

კომენტარები