სტიქია თბილისში

დაკარგული ვეფხვი, სავარაუდოდ, ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე ტერიტორიაზეა

ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვი, სავარაუდოდ, ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე ტერიტორიაზე იმყოფება. სამმა მოქალაქემ წარმოადგინა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მტაცებელი ცხოველია აღბეჭდილი. რამდენიმე მონადირე კადრების ავთენტურობას ადასტურებს. ფოტოები დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილასაა გადაღებული.

ადგილზე მიმდინარეობს სპეციალური სამუშაოები. სპეცრაზმი და მონადირეები ვეფხვს ეძებენ.

Image removed.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლეშის განაწილება ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. დამონტაჟდა ფოტო და ვიდეოხაფანგები.

კომენტარები