აშშ-უკრაინის ურთიერთობა

ობამა აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს

worldtribune.com

თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის სენატმა 612-მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, ბაზების დახურვის შეჩერებას ითვალისწინებს და ობამასთვის გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხს ართულებს.

ბიუჯეტი უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას მოიცავს. გამოყოფილი თანხის 20 პროცენტი უკრაინის შეიარაღებას უნდა მოხმარდეს, მათ შორის, სარადარო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგებას.

დოკუმენტს 71-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 25 კი წინააღმდეგ წავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვის ბიუჯეტის ამდაგვარი განაწილების წინააღმდეგია და, გავრცელებული ინფორმაციით, მას ვეტოს დაადებს.

 

 

კომენტარები