ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთის სათათბირომ მოსკოვ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე. წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი ვლადიმირ პუტინმა და მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა 18 მარტს მოაწერეს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის და უშიშროების სტრუქტურები რუსეთის შესაბამისი უწყებების შემადგენლობაში შევა, ოკუპირებული რეგიონის გარე საზღვრებს რუსეთი გააკონტროლებს. როკის გვირაბზე გადაადგილება კი თავისუფალი გახდება. მოსკოვი ცხინვალს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს.

 

კომენტარები