სტიქია თბილისში

სტიქიის ზონებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ტაბულა

მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიებს, ასევე, სვანაძის და წყნეთის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა. სტიქიის ზონები სპეციალური ხსნარით და თერმული ნისლით დაამუშავეს. სადეზინფექციო სამუშაოები ეპიდემიის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ჩატარდა. 

"ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა იყო, ამ არეალებში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი და გუბეები. შესაბამისად, არის რისკები, რომ განვითარდეს რამე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია. ეს არ არის დაკავშირებული მიწისქვეშ სავარაუდო ცხოველის ლეშის არსებობით. ეს ასეც ხდება ხოლმე. ამიტომ დამუსშვდება მთლიანად რისკის ზონები" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ამასთა, დღეს რისკის ზონებში სამუშაოდ მოხალისეებს აღარ უშვებენ. ტერიტორიებს სამხედროები წმენდენ.

 

კომენტარები