სტიქია თბილისში

ნარმანია: ვვარაუდობთ, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ვარაუდით, ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. ამის შესახებ მან დღეს ზოოპარკში ყოფნისას განაცხადა.

"ვვარაუდობთ, რომ დღეიდან დაახლოებით ათ დღეში ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები უნდა დავასრულოთ, თუმცა, პარალელურ რეჟიმში უკვე გაწმენდილ ტერიტორიებზე პროექტების მომზადება დავიწყეთ, რათა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. მათგან ორ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ეს არის წყნეთის ქუჩის 13 ნომრის ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები, სადაც საკმაოდ რთული პროექტია, მაგრამ დავიწყეთ უკვე განხორციელება. მეორე - თვითონ გზის გასწვრივ საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები", - თქვა ნარმანიამ.

 

კომენტარები