უვიზო მიმოსვლა

საქართველოს არგენტინასთან, ურუგვაისთან და ჩილესთან უვიზო მიმოსვლა ექნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ლათინური ამერიკის სამ ქვეყანასთან - არგენტინასთან, ურუგვაისთან და ჩილესთან უვიზო მიმოსვლა ექნება. უწყების ინფორმაციით შეთანხმებებს უვიზო მიმოსვლის შესახებ აღნიშნულ ქვეყნებთან ხელი 22-26 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის დროს მოეწერება. მინისტრი სამივე ქვეყანაში გეგმავს ჩასვლას.

არგენტინაში პირველ შეხვედრებს თამარ ბერუჩაშვილი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან და სენატრის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან და საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრთან ექტორ ტიმერთან გამართავს.

გარდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებისა არგენტინა და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

 

კომენტარები