UEFA-ს სუპერთასი

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება

უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის ბილეთები Biletebi.ge-ზე ისევ არ იყიდება.

"ყურადღება: UEFA 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ამჟამად არ იყიდება", - წერია Biletebi.ge-ს ვებგვერდზე. საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, აპარატურა განახლდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ხარვეზები დღეს აღმოიფხვრება. 

გუშინ კი, Biletebi.ge-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიყიდა მხოლოდ 30 ბილეთამდე. 

"უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი! თუ როდის შეძლებთ დარჩენილი ბილეთების ყიდვას, ჩვენს გვერდზე დავწერთ, სისტემის გაშვებისთანავე", - წერია ინფორმაციაში.

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილით, 09:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. 

11 აგვისტოს, თბილისში დინამო არენაზე 22:45 საათზე ბარსელონა სევილიას დაუპირისპირდება.

 

კომენტარები