საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ბიუჯეტის კორექტირება ნორმალურია და აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს არ ეხება კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.

"ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ასევე, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისსა და მის შემოგარენში, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის.

 

კომენტარები