სომხეთი

ერევანში სამართალდამცველებმა ტარიფების გაძვირების წინააღმდეგ აქცია დაშალეს

აქცია ერევანში
svoboda.org

ერევნის ცენტრში სამართალდამცველებმა ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მჯდომარე აქციის დაშლა დაიწყეს. დაკავებულია პროტესტის ათეულობით მონაწილე. მრავალი მათგანი დააკავეს. აქციის დარბევა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დილით ადრე, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელისუფლების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

აქცია სახელწოდებით „არა ძარცვას"! ერევნის ქუჩებში 19 ივნისს დაიწყო. მოქალაქეებმა მჯდომარე გაფიცვა გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ თუ გადაწყვეტილება ტარიფების გაზრდის შესახებ არ გადაიხედებოდა, ისინი პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლებდნენ.

პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, დღეს დილით აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობა დაიწყეს. გზა მათ პოლიციამ გადაუღობა, რის შემდეგაც ისინი გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ. აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სომხეთის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მათ წარმომადგენლებთან შეხვედრას სთავაზობდა, რაზეც პროტესტის მონაწილეები უარს ამბობდნენ.

 

 

კომენტარები