თბილისის ზოოპარკი

ზოოპარკში სამხედროებმა დაკარგული პინგვინი იპოვეს

მარიკა გოჩიაშვილი / თბილისის ზოოპარკი/Fb.com
თბილისის ზოოპარკში, გაწმენდითი სამუშაოების დროს, სამხედროებმა დაკარგული პინგვინი იპოვეს. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის თქმით, პინგვინი მტაცებლების ვოლიერების გასუფთავების დროს ნახეს. მისივე ინფორმაციით, პინგვინს დაზიანებები არ აღენიშნება.
 
ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარკში 17 პინგვინი ჰყავდათ და, ბოლო მონაცემებით, 10 გადარჩა. 
 

კომენტარები