უეფას სუპერთასი 2015

სუპერთასის მატჩის ბილეთები biletebi.ge-ზე გაიყიდება თუ არა, ამ დრომდე უცნობია

ბარსელონასა და სევილიას შორის UEFA-ს სუპერთასის მატჩის ბილეთები biletebi.ge-ზე გაიყიდება თუ არა, ამ დრომდე უცნობია.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, biletebi.ge-ს კონტრაქტი ავალდებულებს ბილეთები გაყიდოს, თუმცა, მიუხედავად საიტის მცდელობისა, მისი ამუშავება ვერ მოხერხდა. ამიტომ ფეხბურთის ფედერაცია, UEFA და biletebi.ge ერთად ცდილობენ არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნას.

ფედერაციის ინფორმაციით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვის ალტერნატიული გზის მოძიებაზეც.

UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს.

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილით, 09:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტის სერვერმა დიდი რაოდენობით შემოსულ მომხმარებლებს ვერ გაუძლო და გაითიშა.

11 აგვისტოს, თბილისში დინამო არენაზე 22:45 საათზე ბარსელონა სევილიას დაუპირისპირდება.

 

კომენტარები