საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-იდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფაზე კანონპროექტის განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. ინიციატივას დღეს, 15:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. კომიტეტების სხდომები ქუთაისის პარლამენტშია ჩანიშნული.
 
კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას და მის ცალკე სამსახურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
 
ცვლილებების ავტორები არიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე. 

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საბანკო სექტორს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უარყოფითი პოზიცია აქვთ. მათი შეფასებით, მომზადებული კანონპროექტით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა სუსტდება.
 

კომენტარები