პრეზერვატივი

ახალი პრეზერვატივი სქესობრივად გადამდები დაავადებების აღმოჩენისას ფერს იცვლის

hercampus.com

The Washington Post-ის ცნობით, ინგლისის ისააკ ნიუტონის აკადემიის სტუდენტებმა გამოიგონეს ახალი ტიპის პრეზერვატივის კონცეფცია, რომელიც სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან კონტაქტის დროს ფერს იცვლის და მომხმარებლებს სავარაუდო რისკის შესახებ აფრთხილებს.  

ახალი ტიპის პრეზერვატივი გარედან სპეციალური ანტისხეულებით იქნება დაფარული, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან კონტაქტის დროს ფერს შეიცვლიან. პროექტის ავტორების თქმით, პრეზერვატივი სხვადასხვა დაავადებაზე სხვადასხვა ფერს მიიღებს. კონცეფციის მიხედვით, პრეზერვატივი პაპილომა ვირუსზე გალურჯდება, სიფილისზე კი, იისფერი გახდება. სტუდენტები ამ იდეის დახვეწაზე კიდევ მუშაობენ. ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენის დრო უცნობია. 

პროექტის ავტორი სამი თინეიჯერია, რომელთა საშუალო ასაკიც 14 წელია. ახალი ტიპის პრეზერვატივმა ბრიტანეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე პრიზებიც მოიპოვა. იდეის ავტორის თქმით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბრიტანეთში მნიშვნელოოვანი პრობლემაა და მათი პრევენციისთვის ბაზარზე უფრო მეტი სახის პროდუქცია უნდა იყოს წარმოდგენილი. 

კომენტარები